შსს-ში აცხადებენ, რომ ნატა ტალიკაშვილის მიმართ ძალადობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

თბილისში ტრანსგენდერ ქალ ნატა ტალიკაშვილზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესსნიუს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა და თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.
შს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც ტრანსგენდერი ქალი, ნატა ტალიკიშვილი მედაიასთან ინტერვიუში აცხადებდა, შემთხვევა თბილისში, 20 ოქტომბრის ღამით მოხდა. მისი თქმით, მას კაცმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი აგურის ნატეხი ჩაარტყა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა