შსს-ში აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაია უწყებაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზეა დაბარებული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულას“ -ში დაუდასტურეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო დაიბარეს ახალაია.
ყოფილი მინისტრის მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.