შსს-ში ადასტურებენ, რომ მილერი ლაგაზაურმა თანამდებობა დატოვა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მილერი ლაგაზაურმა, თანამდებობა დატოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორმულას” განუცხადეს, გადაწყვეტილება მან საკუთარი ნებით რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ეს უკვე მორიგი საკადრო ცვლილებაა -ს სტრუქტურაში – ცოტა ხნის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ზვიად ხარაზიშვილმაც, მეტსახელად “ხარება”. მისი შემცვლელი გახდა რომან ქარცივაძე.
ცნობისთვის, როგორც ლაგაზაური, ისე ხარაზიშვილი სანქცირებულ პირთა სიაში არიან მოხვედრილნი.
სანქცირებული პირები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობა:
ვახტანგ გომელაური
· სანქცია: + დიდი ბრიტანეთი
· დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
· გადაადგა: 2024 წლის 28 მაისი
შალვა ბედოიძე
· სანქცია: დიდი ბრიტანეთი
· დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
· გადაადგა: 2024 წლის აპრილში (შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან)
კოკა კაციტაძე
· სანქცია: დიდი ბრიტანეთი
· დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
· შეწყვიტა საქმიანობა: 2024 წლის მაისი (სპეც. საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ)
გიორგი გაბიტაშვილი
· სანქცია: დიდი ბრიტანეთი
· დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
· დააკლებეს პოსტი: 2024 წლის 4 ივნისი (გენ. პროკურორიდან გადაყვანა აუდიტის სამსახურში)
მილერი ლაგაზაური
· სანქცია: აშშ + დიდი ბრიტანეთი
· დასანქცირდა: 2024 წლის აპრილი
· გადაადგა: 2025 წლის ივლისში (გდდ-ს დირექტორის მოადგილის პოსტიდან)