შსს: შეტყობინებებს ჩვენ არ ვაგზავნით, შეცდომაში არ შეგიყვანონ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყებას არაერთმა მოქალაქემ მიმართა ცნობით, რომ -ს სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში“ – ნათქვამია განცხადებაში.
შსს არ აკონკრეტებს, თუ რა შეტყობინებაზეა ლაპარაკი, თუმცა 12 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ ელექტრონული ფოსტით მიღებულ, ჩიქორთული ქართულით დაწერილ დოკუმენტს სათაურით „სასამართლოს ბრძანება“, რომლის ადრესატებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თითქოს სასამართლოში იბარებს.
„აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს