შსს უარყოფს ტელეკომპანია „პირველის“ ცნობას, თითქოს რუსეთი ქართული პორტების მეშვეობით ჰამასს აწვდის იარაღს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც „მხოლოდ სიცრუე“ უწოდა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან ჰამასისთვის საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე, რისთვისაც ქართული პორტებსაც იყენებენ.
„საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა“ – აცხადებს .
განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 22 ივნისს, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა (JMOC) ფოთთან დააფიქსირა ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GIVING,“ თუმცა რეალურად იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა.
2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის საზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC-ს წარმოუდგინა განმარტება, რომ „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟისმიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფლის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე