შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის საჩივრის საფუძველზე, ბათუმში აქტივისტს, ლევან ხორავას 20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
გამოცემა ბათუმელების ცნობით, ხორავას ბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს.
შსს-ს წარმომადგენლის საჩივრის მიხედვით, 27 მაისს, ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო სხდომის შემდეგ ხორავამ ლაღაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სტუდენტი ნაცვლიშვილი მაშინ 12 დღით დააპატიმრეს.
