შსს-ს წარმომადგენელი განმარტავს, მოითხოვს თუ არა უწყება სიტყვიერ შენიშვნა იმ მომიტინგეების მიმართ, რომლებიც გზის გადაკეტვის შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, უწყებამ რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა მისი აღიარებისა და თანამშრომლობის საფუძველზე მოითხოვა.
კითხვაზე, ექნება თუ არა შსს-ს იგივე პოზიცია სხვა დემონსტრანტების მიმართაც, რომლებიც პოლიციაში თავად გამოცხადდებიან, ქიმბარიშვილი პასუხობს, რომ „ყველა პირის საქმე ინდივიდუალურია“.
„თითოეული „ქეისი“ ძალიან ინდივიდუალურია და თითოეულ პიროვნებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახდელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
2025 წლის 20 ოქტომბერს გიორგი თავართქილაძემ თავად მიმართა ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოს განცხადებით. მან აღიარა თავისი სამართალდარღვევა, განმარტა, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდა შეკრება-მანიფესტაციაში.
შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სიტყვიერი გაფრთხილება გამოყენებულიყო”,- განაცხადა ქიმბარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?