შსს-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ თანამშრომელ პოლიციელებს თავისი ქმრის ფეისბუკის კოდი მისცა

მარიამ კერესელიძე, წარმომადგენელი, რომელიც ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს უძღვება, აცხადებს რომ თავისი ქმრის ფეისბუქ ანგარიშზე წვდომა სხვა პოლიციელებსაც მისცა.
საუბარია ტელეწამყვან ს წინააღმდეგ “ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშზე დაწერილ პოსტზე შედგენილ ოქმზე. ტვ პირველის ცნობით, საქმის მასალებში ჩანს, რომ ბუკიას გვერდზე მარიამ ლაშხზე დაწერილი პოსტი დავით ლეჟავამ დასქრინა და არა პოლიციელმა გიორგი აბესაძემ, რომელმაც ოქმი შეადგინა. დავით ლეჟავა, ვისი ანგარიშიდანაც ბუკიას გვერდი დასქრინეს, მარიამ კერესელიძის ქმარია და პოლიციაში არ მუშაობს.
“ქართული ოცნების” ახალი კანონით, ფეისბუკზე ამ პარტიის დეპუტატზე მონის დაწერა რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
“ფეისბუქ ექაუნთი, საიდანაც მოხდა [ვიკა ბუკიას ფბ-გვერდის] დათვალიერება, კი, ნამდვილად არის ჩემი მეუღლის და მე პირადად ვსარგებლობ [ამ ანგარიშით] იმიტომ, რომ საკუთარი არ გამაჩნია. რაც შეეხება ოქმის შემდგენებს, მათაც აქტიური ფეისბუქ ექაუნთი არ გააჩნდათ, შესაბამისად, მე მივეცი წვდომა აღნიშნულზე, საიდანაც მოხდა დათვალიერება. ჩემი მეუღლის ფეისბუქ პაროლი მაქვს მეც, ვიყენებ აქტიურად და შესაბამისად მივეცი.”
კითხვაზე, როგორ გაასაჯაროვა კერესელიძემ თავისი ქმრის პირადი სივრცე, ის პასუხობს: “ჩემს მეუღლეს თუ არ აქვს პრეტენზია, არ მგონია, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და დაიცვათ ჩემი მეუღლის უფლებები”.
მარიამ კერესელიძე ის პოლიციელია, რომელიც მზია ამაღლობელის სტიკერის გაკვრისთვის მეორედ გასამართლების საქმეს უძღვება. მარიამ კერესელიძე „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ შს სამინისტროს მედალიონით 31 მაისს დააჯილდოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაჩო სანჩეს ამორი – გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, საბავშვო ისტორიაა, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი – ნამდვილი ჟურნალისტიკა ერთადერთი გზაა რეჟიმების ფანტაზიების წინააღმდეგ