-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში, მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს

შსს-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში, მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს
-ს ცნობით, სოფელ ხელთუბანში მოქალაქეები პოლიციელებს დაესხნენ თავს იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს
მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც
შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი – 2009 წელს დაბადებული პირი მართავდა და მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა
გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.
პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა.
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს