შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც საპროტესტო მარშის მონაწილეთა ნაწილს თავს დაესხნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტის მიმართულებით მოძრავი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს ორი პირი თავს დაესხა.
-ს ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებულები არიან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე.
მსვლელობა დღეს რეჟიმის ტყვეების მხარდასაჭერად იმართებოდა და მოშიმშილე თემურ ქათამაძეს ეძღვნებოდა.
მომხდარის შესახებ ვიდეოები სოციალური ქსელში თვითმხილველებმა გაავრცელეს. შემთხვევა ფილარმონიასთან ახლოს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორი პირი მსუბუქი ავტომობილიდან გადმოვიდა და მარშის მონაწილეებზე მაჩეტესებრი იარაღითა და ბეისბოლის ბიტით გაიწიეს.
მოგვიანებით ისინი ტერიტორიას გაეცალნენ. არც პოლიციას და არც სამართალდამცველი უწყებების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც მარშის მონაწილეებს დაბურულმინებიანი შკოდებით დაჰყვებიან, რეაგირება არ ჰქონიათ. მეტიც, ერთ-ერთი შემსწრე ჰყვება, რომ „მილიციელმა, გიორგი მამუჩიშვილმა აქტივისტებზე თავდამსხმელ ტიპებს მაჩეტე უკან დაუბრუნა და გაუშვა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი