შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 25 თებერვალს 3 თოვლმავალის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში დიდთოვლობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამი თოვლმავალი იყიდა. ხელშეკრულება კომპანია „ტრანსპორტერთან“ გუშინ, 25 თებერვალს დაიდო. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ტექნიკა 252 490 ლარი ჯდება, ამას ემატება დღგ 18%, რაც დაახლოებით 45 ათასი ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, ტექნიკა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთ დღეში უნდა გადასცემოდა.
„თოვლმავლების მეშვეობით შესაძლებელი გახდება სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა, სტიქიის ზონაში საჭირო მობილიზაციის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ევაკუირების ხელშეწყობის მიზნით უსაფრთხო გადაადგილება იქ, სადაც სამაშველო და სხვადასხვა ტიპის ტექნიკა ვერ გადაადგილდება“, – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ლოჯისტიკის დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ამირანაშვილი სამსახურეობრივ პატაკში.
აქვე აღნიშნულია, რომ თოვლმავლები მათ საქართველოს მთიან რეგიონში მოსული უხვი თოვლისა და ჩახერგილი გზების გამო მოსახლეობის ევაკუაციისთვის და მათთვის საკვებისა და მედტიკამენტების მისატანად სჭირდებათ.
www.radiotavisupleba.ge