შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.
რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. თემურ მღებრიშვილმა -ის ელჩსა და აშშ-ის საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან (ODC). არსებული თანამშრომლობის მიზანია სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც ტექნიკური, ისე ექსპერტული მხარდაჭერის გზით.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება