შსს-ს მიმართვა სალომე ზურაბიშვილს | ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი პრეზიდენტზე ზეწოლაზე საუბრობს

პოლიციელების უპრეზცენდენტო მიმართვა პრეზიდენტს. 7-8 მარტის აქციების დროს დაზარალებული სამართალდამცველები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ს შეწყალებისგან, რადგან, მათი განმარტებით, თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ გომელაურის მოადგილის კომენტარსაც ავრცელებს, სადაც ალექსანდრე დარახველიძე პრეზიდენტს წარსულში გამოცემულ შეწყალების აქტებს ახსენებს. ძალოვანების მიმართვას გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯს პრეზიდენტზე ზეწოლად აფასებს.