-ს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, მათ შორის კობა ხაბაზის მიმართ თავდასხმაზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები კი საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი, უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმის შემთხვევაც.
რაც შეეხება „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, -ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. თავის მხრივ, საგამოძიებო სამსახურს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
მეორე მხრივ, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მათ შორის კობა ხაბაზიც.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”