შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელმა, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა.
როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა.
არსებული ინფორმაციით, -ს წარმომადგენელს მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში უტარდებოდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს