-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცი დააკავეს.
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ინფორმაციით, მაღაზიის დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ. „მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს “კრაბ კოფი” არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ”, – წერს ქრისტი პირველი ჯგუფ „დაიტოვეში“.
– ს ინფორმაციით კი, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი, გზა გამეგო საიდან უნდა შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვერ შემოვედი