შსს-ს ერთ თანამშრომელს ბრალი წარედგინა, სამი დათხოვნილია უწყებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი დათხოვნილია უწყებიდან.
გამოძიების თანახმად, შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა (1977 წელს დაბადებულმა დ.ი), რომლის უფლებამოსილებაში მართვის უფლების აღების მსურველი პირებისთვის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ კანდიდატებს შეგნებულად აგზავნიდა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების: გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა.
„აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტოს მიერ სამ მოქალაქეზე არასწორად გაიცა მართვის მოწმობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების – გ.ს-ს, ლ.ყ-ს და ა.ბ-ს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის