შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი, რომლის დაკავების ვიდეოც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა, თავდაპირველად გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის კი ადგილიდან მიმალვას შეეცადა.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელების დამორჩილებლობისთვის დააკავეს.
-ს ინფორმაციით, დაკავებული პირი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს.
მსუბუქ ავტომობილს 1985 წელს დაბადებული ო.მ. მართავდა, რომელმაც სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და ადგილიდან მიმალვას შეეცადა.
პოლიციამ სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ო.მ დააკავა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, სამართალდამცველებმა ო.მ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს“, – აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციითვის, საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა.