შსს: „სილქნეტის“ 5000-მდე მომხმარებლის მონაცემების მოპარვაზე ერთი პირია დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „სილქნეტის“ 5000-მდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპარვის საქმეზე 23 წლის მოქალაქე დააკავეს.
უწყების განცხადებით, ბ.კ-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა:
„ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,“ — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ