შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი შსს-სთან პროტესტის მთავარი მიზანი უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და ხელახალი არჩვების ჩატარებაა.
მათ შსს-სთან ნაცემი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ფოტოები ჰქონდათ მიტანილი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები წევრები და მოქალაქეები.