შსს: საჩხერეში 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა თანატოლმა მოკლა – დააკავეს 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჩხერეში 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა თანატორლმა ცივი იარაღით დაჭრა, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა” – წერია უწყების განცხადებაში.

-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.