შსს – სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს თანაუგრძნობს.

ასევე დაგაინტერესებთ