შსს – სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების „კოკაინი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის კუთვნილი სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…