შსს: სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ გვერდზე წერენ, რომ სადგურის მოედანზე დღეს კორპუსის ჩამონგრევას მეორე ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
-ს ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად კვლავ განაგრძობენ ძებნის სამუშაოებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია”, – წერია უწყების განცხადებაში.
შს მინისტრის, გელა გელაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს