რუსთაველზე აქტივისტების დაკავებას აგრძელებს

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. როგორც ცნობილია, საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შემდეგ, სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე რეჟისორი თორნიკე ტიკარაძე დააკავეს.
თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი ზაზა ბროლაძეც. ამ დროისთვის უცნობია, რა ბრალდებით არიან ისნი დაკავებულები, თუმცა არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის გადაკეტვას ედავებიან.
-ს წარმომადგენლებმა ასევე დააკავეს იოსებ ხეოშვილი და კახა ჯაფარიძე.
სამართალდამცველები დღეს საღამოსაც აგრძელებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებას.