შსს ჟურნალისტებს გზის გადაკეტვას ედავება და 5000 ლარით აჯარიმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ჟურნალისტს, რომელიც პროევროპულ აქციებს აშუქებდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინდა და მათ გზის გადაკეტვას ედავება.
თითოეულ მათგანს 5000-ლარიანი სანქციის დაკისრება ემუქრება.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა რადიო თავისუფლების ორ ჟურნალისტსაც. აქციაზე მომუშავე იმ ჟურნალისტების სია, ვისაც აჯარიმებს, „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ მოუყარა თავი.
პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:
· „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
· „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
· „TV პირველის“ ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);
· „პუბლიკის“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
· „ტაბულის“ ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
· „ტაბულის“ ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
· „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
· „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
· „მედია აპრილის“ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
· „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
· „ევრონიუსის“ ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს;
· „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
· ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის“ ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.
„ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება“, – წერია ქარტიის განცხადებაში.