შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ ადმინისტრაციულ საქმეზე პარტია ახალის პრესსამსახურისთვის – მირანდა ბაღათურიასთვის და გირჩი – მეტი თავისუფლების პრესსამსახურისთვის – ანა ყურაშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
სასამართლო პროცესი დღეს დილიდან მიმდინარეობს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა ხნის წინ გავიდა.
ფორმულასთან პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების პრესსამსახური ანა ყურაშვილი ამბობს, რომ არ გამორიცხავს, მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
“მედავებიან პოლიციელი მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, ოღონდ, იმ ეპიზოდს, სადაც საერთოდ არ ვიყავი და ფიზიკურად ვერ მივაყენებდი ვერავის სიტყვიერ შეურაცხყოფას. პატიმრობა მოითხოვა იმიტომ, რომ მაქვს რამდენიმე ჯარიმა, უკანონოდ გამოწერილი, რა თქმა უნდა, გზის გადაკეტვაზე და მაგით დაადგინეს, როგორი ადამიანი ვარ ზოგადად, კანონდამრღვევი და მაგიტომ ითხოვენ პატიმრობას. მაგ ჯარიმებმა ვერ გააჩერა და შესაბამისად, ვითხოვთ პატიმრობასო”, – ამბობს ანა ყურაშვილი.
მირანდა ბაღათურიას თქმით, იმედი აქვს, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს შსს-ს მოთხოვნას, რამე თუ, ის ამბობს, რომ უწყებას არ გააჩნია ამის მტკიცებულებები.
“მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს. გულწრფელად გეუბნებით, მტკიცებულება არ არსებობს. რამე თუ ვჩანვარ, ან ჩემი ხმა ისმის – უბრალოდ, არც კი ვჩანვარ არც ერთ მტკიცებულებაში. მეტიც, შსს-ს მოწმეები ვერ მადებენ ხელს და ყველა ამბობს, რომ ეზოში დამინახეს. აბსურდია”, – ამბობს მირანდა ბაღათურია.
***
23 აპრილს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით 3 ადამიანის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
