პოლიციელებისთვის დამატებით 300 სამკერდე კამერას ყიდულობს – ღირებულება ნახევარ მილიონ აჭარბებს

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 300 სამკერდე კამერას ყიდულობს – გამარტივებული შესყიდვის ღირებულება ღირებულება ნახევარ მილიონ აჭარბებს და 575 700 ლარია.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი სამხრე კამერის ღირებულება 1 919 ლარია.
კომპანია, რომლისგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხრე კამერებს ყიდულობს, შპს „ენ ჯი თი ჯგუფია”, “AXON”-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები 2018 წლიდან იყენებენ ამერიკული კომპანია “AXON”-ის სამხრე კამერას – -ს ინფორმაციით, სულ ჯამში სისტემას 3260 “BODY 2” მოდელის სამკერდე კამერა აქვს;
შსს შესყიდვის აუცილებლობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა გაზრდილი პირადი შემადგენლობით და დაზიანებული კამერების ჩანაცვლების საჭიროებით ხსნის.
ამ კამერებს ს მხარდაჭერა სახის ამოცნობის პროცესში არ აქვს და ძირითადად მაღალი ხარისხის ხანგრძლივი ვიდეოჩანაწერების გასაკეთებლად გამოიყენება, თუმცა მისთვის განკუთვნილი პროგრამული მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ამ კამერების მიერ გადაღებული ვიდეოების Axon Evidence-ში (რომელიც არის Axon-ის ცენტრალური cloud-პლატფორმა) ატვირთვის შემდეგ მოხდეს როგორც ხმის, ისე გამოსახულების დამუშავება ს მიერ – ანგარიში, რომელიც სისტემას შეუძლია მოამზადოს თითოეულ ჩანაწერზე, საბოლოოდ ადამიანის მხრიდან გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ მზადდება.