შსს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ქვეყნის საპოლიციო ძალები, პარლამენტთან შეკრებილ ადამიანებს აფრთხილებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები“.
პოლიციას უნდა გაათავისუფლოს გზა იმისთვის, რომ პარლამენტის დეპუტატებმა ავტომობილებით დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.
„სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით