შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე აქციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შსს-ს თანამშრომლები აქტივისტის საცხოვრებელთან არიან მობილიზებული.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში,
დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც ასევე გამოსახულია იოსებ სტალინი, საღებავი შეასხა. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ აქციის მონაწილეები.