შსს-მ 71 წლის აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 71 წლის დევნილ აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
ჩილაჩავას 19 ოქტომბერს პირბადის კეთების გამო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
მან გუშინ პოლიციას ცნობა მიუტანა, რომელშიც ეწერა, რომ პირბადე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეკეთა.
ჩილაჩავას საქმე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს დაეწერა.