შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 1 ადამიანი დააკავა – ჯამში დაკავებულია 46

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ ერთი ადამიანი გ.ქ დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე, ჯამში, 46 ადამიანია დაკავებული.
მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს.
პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.