შსს–მ შაიშმელაშვილის დევნა დაიწყო, ოღონდ, არ იცის, იძებნება, თუ არა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი “გეკას” ბრიფინგიდან გახდა.
რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ორ პირს რომელთა მიმართაც დაწყებულია დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, მას ბრალად ედება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება” – თქვა გელაძემ.
“გეკა” ამტკიცებს, რომ არ იცის, ძებნა გამოცხადდა, თუ არა, შაიშმელაშვილზე, რადგან ეს მისი პრეროგატივა არაა.
ბრიფინგიდან გაირკვა ისიც, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი დააკავეს.
მისი ცნობით, საქმეზე ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: ვხელმძღვანელობ, რომ ზუსტი, ანუ ჩემი ცოდნით რომ არანაირ მსგავს ნივთიერებას ჩვენ დროს გამოყენება და არც შესყიდვა არ ჰქონია, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ისე, როგორც გპასუხობთ

მიხეილ ყაველაშვილი: …ვისაც რა მოეპრიანება და ესე დაუპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ესე ჩირქს სცხებს და ჩვენ ხომ ვიცით, ეს რატომ კეთდებაა? რომ ახალი, ასე ვთქვათ, ვერსია შემოიტანეს