-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ჭიათურაში ოთხი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს ჭიათურაში.
დალავებული არიან 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ.
“ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას.
თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.