შსს-მ პარლამენტთან სათვალთვალო კამერების სადენებისა და კვების ბლოკის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
„ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული 1997 წელს დაბადებული ა.მ. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, ნასამართლევია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო