შსს-მ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულზე 77 პირი დააკავა – მათგან 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული – მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, გამოვლინდა ტრანსნაციონალური ორგანიზებული ნარკოდანაშაული, რის შედეგადაც ბანანით დატვირთული საზღვაო კონტეინერიდან, -მ 52 კილოგრამამდე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება, “კოკაინი” ამოიღო, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.
კუპატაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.
“აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“. – თქვა კუპატაძემ
დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე ირანის, თურქეთის, ს, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
“დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები:
„ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები”. – წერია განცხადებაში
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ