შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15-ს ნარკოტიკების რეალიზებას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. -ში აღნიშნავენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2004 წელს დაბადებული ნ.რ., 1987 წელს დაბადებული ვ.ბ., 1987 წელს დაბადებული თ.მ., 2001 წელს დაბადებული ნ.ტ.; 2003 წელს დაბადებული თ.პ.; 2003 წელს დაბადებული გ.ზ.; 1988 წელს დაბადებული დ.ა.; 2002 წელს დაბადებული ა.შ.; 2002 წელს დაბადებული შ.ბ. და წარსულში ნასამართლევი: 1988 წელს დაბადებული ს.ბ.; 1990 წელს დაბადებული გ.მ.;
ამასთან, პოილციამ დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1973 წელს დაბადებული მ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.ი., 1988 წელს დაბადებული ლ.გ. და 1993 წელს დაბადებული დ.პ.
შსს-ში აცხადებენ, რომ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გატანის, უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან:
1988 წელს დაბადებული ს.ა., 1992 წელს დაბადებული რ. ბ.; 1960 წელს დაბადებული გ.რ.; 1975 წელს დაბადებული ნ.ა.; 2001 წელს დაბადებული ლ.ბ.; 1995 წელს დაბადებული რ.ქ.; 1954 წელს დაბადებული გ.პ. და წარსულში ნასამართლევი: 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1994 წელს დაბადებული ი.კ.; 1968 წელს დაბადებული ა.ზ.; 1968 წელს დაბადებული ჰ.რ., 1986 წელს დაბადებული ჰ.გ.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მორფინი“, „თებაინი“, „კოდეინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „კლეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა“.
ასევე, ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული და ელექსტრ სასწორები ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ