მოკლედ
· თბილისში, კახა კალაძის შტაბთან ოცნების მხარდამჭერები კვლავ დაუპირისპირდნენ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს.
· შსს-მ, რომელმაც ძალადობა ადგილზე არ აღკვეთა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ჯგუფურ ძალადობაზე დაიწყო.
· შემთხვევის ადგილზე პოლიცია და პროსახელისუფლებო მედია იღებდნენ კადრებს, სადაც აქცენტი დემონსტრანტებზე კეთდება და თითქმის არ ჩანს ხელისუფლების მომხრე მოძალადეთა სახეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე დაპირისპირების შემდეგ პრესრელიზს ავრცელებს, სადაც წერს რომ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეს დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.
შსს-ს მიერ 22:18 წუთზე გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, “ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.”
სამართალდამცველი უწყება ირწმუნება, რომ შემთხვევის “ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ზომები გაატარეს.”
დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები, რამდენიმე ადამიანს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ტელეფონები წაართვეს “პუბლიკას” ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილს და ქეთო მიქაძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ უნგრელ აქტივისტს და ჟურნალისტს ლასლო რობერტ მეზეშს. OC Media-ს დირექტორ მარიამ ნიკურაძეს წყალი შეასხეს რამდენიმე პოლიციელის თანდასწრებით, თავად პოლიციამ ჟურნალისტუ საქმიანობაში ხელი შეუშალა და აგინა ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ქეთი ქუციშვილს.
ადგილზე მყოფი დემონსტრანტები დაპირისპირებისას პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობდნენ – კახა კალაძის შტაბთან პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. მათ უმეტესობას სახე დაუფარავი აქვს, მედიის მიერ გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ იყენებენ ისინი უკმაყოფილი მოქალაქეების წინააღმდეგ უხამს ჟესტებს, სცემენ ქალებს, იყენებენ რკინის ბარიერებს თავდასხმისთვის.
ადგილზე მყოფი დემონსტრანტები დაპირისპირებისას პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობდნენ – კახა კალაძის შტაბთან პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. მათ უმეტესობას სახე დაუფარავი აქვს, მედიის მიერ გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს, როგორ იყენებენ ისინი უკმაყოფილი მოქალაქეების წინააღმდეგ უხამს ჟესტებს, სცემენ ქალებს, იყენებენ რკინის ბარიერებს თავდასხმისთვის.
ოცნება მომხდარს “ქართული ოცნების” შტაბზე თავდასხმად მიიჩნევს.
“გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” თბილისის შტაბს.
საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია” – ასე ეხმაურება სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მომხდარს ფეისბუკზე და ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანან დემონსტრანტები, რომელების წინააღმდეგაც ოცნების მხარდამჭერებმა რკინის ჯებირი გამოიყენეს.
ფორუმი
