შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე ს შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?