შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეზე გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამათლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.