შსს-მ გამოძიება დაიწყო მარნეულში საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე -მ გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (ს გაყალბების) მუხლით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამ დროისთვის მარნეულის #69 საარჩევნო უბანი დახურულია.
ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს.
12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად.