შსს-მ გამოძიება დაიწყო გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმის გამოძიება დაიწყეს სისხლის სამრთლის კოდექსით. საქმე აღიძრა 126-ე, ძალადობის მუხლით.
დღეს, 24 მაისსს ცნობილი გახდა, რომ „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას „TV პირველთან“ საუბრის შემდეგ თავს დაესხნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა – ინფორმაცია პოლიტიკოსმა თავად მიაწოდა ჟურნალისტებს.
„ეს არ იყო შემთხვევით შეხვედრა, მას მიზანში ვყავდი ამოღებული – მკითხა, ხომ ვიყავი პოლიტიკოსი. ამ დროს გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შეფურთხებაზე“, – უთხრა პოლიტიკოსმა „TV პირველს“ და დასძინა, რომ მას მუშტები დაარტყეს თავის არეშიც.
გროგოლ გეგელიამ შეძლო თავდამსხმელის ავტომობილის ნომრის დამახსოვრება. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას.
გეგელიას თანაგუნდელი და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, პასუხისმგებლობას აკისრებს „კრემლის მართულ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა მძიმე კრიზისში, გახლიჩა, დააპირისპირა საზოგადოება და ქვეყანას მიაქანებს დამპყრობელი რუსეთისკენ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?