შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს მოუწოდებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება აქციის მონაწილეებს “საპოლიციო ძალებით” ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ არც ამ დროისთვის და არც მთელი აქციის განმავლობაში დემონსტრანტებს პარლამენტის არცერთი შესასვლელის დაკავება არ უცდიათ.
“აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას”, – ვკითხულობთ -ს განცხადებაში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდ საათზე მეტხანს, აბსოლუტურად მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარებდა. დაახლოებით დილის 05:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე მობილიზება დაიწყო სპეცდანიშნულების რაზმმა და შესაბამისმა ტექნიკამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს