ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში”, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
“ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთის და ჩინეთის – ჯამში 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
