შსს: ლეონიძის ქუჩაზე მოქალაქემ სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 მაისის ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემას „ინციდენტი” უწოდა და განაცხადა, რომ ირაკლი წიგნაძემ „სამართალდამცველებს ხელი შეუშალა გადაადგილებაში”.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ მომხდარზე: სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე