შსს – თემქაზე, პოლიციის შენობასთან 6 პირია დაკავებული

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს.
ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშზე – ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი – ევროპა დღეს არის დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი „რძის სკანდალსა“ და „ყვარლის ბაგასთან“ დავაზე – საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი უდიოდა – სააპელაციო სასამართლოში საბრძოლველად ვარ განწყობილი, ჩვენ არ დაგვირღვევია კანონმდებლობა