შსს: თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები “სხვადასხვა დროს” ჩატარდა და დაკავებულებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის მცდელობას და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას ედავებიან.
განცხადების თანახმად, დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, 2005 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ა.ყ., 1998 წელს დაბადებული გ.ყ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „კეტამინი“, „მდმა“, და „გამომშრალი მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 260-ე კვარტა, 261-ე, 19-260-ე ტერცია მუხლით და 273 -ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია განცხადებაში.