შსს – ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია არასწორია – ისინი აგრძელებენ მუშაობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ორივე მათგანი სამინისტროში მუშაობას აგრძელებს.
„არასწორია ინფორმაცია. ისინი აგრძელებენ შსს-ში მუშაობას“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ვაჟა სირაძისა და ე.წ. ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გელა გელაძე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…