შსს – ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია არასწორია – ისინი აგრძელებენ მუშაობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ორივე მათგანი სამინისტროში მუშაობას აგრძელებს.
„არასწორია ინფორმაცია. ისინი აგრძელებენ -ში მუშაობას“, – აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ვაჟა სირაძისა და ე.წ. ხარებას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს თანამდებობის დატოვების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე კი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ გელა გელაძე წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ