შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებული ექვსივე დემონსტრანტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აღნიშნული ინფორმაცია შსს-მ ფორმულას დაუდასტურა.
ასევე, ფორმულა ერთ-ერთ დაკავებულს დაუკავშირდა და მისივე თქმით, ის ხელწერილის საფუძველზე მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.